შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო კურსი იწყება!

"ვიზიტ ჯორჯიას აკადემია" გთავაზობთ შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად დაეუფლონ ტურის შედგენის, დაგეგმვისა და განხორციელების უნარებს.

შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო კურსი იწყება! 

ვიზიტ ჯორჯიას აკადემია” გთავაზობთ შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად დაეუფლონ ტურის შედგენის, დაგეგმვისა და განხორციელების უნარებს.

სწავლების პროცესი ემყარება ისეთ მეთოდს, როგორიცაა “Learning by Doing”. კურსის განმავლობაში მონაწილეები კომპანიის რეალურ საქმიანობაზე მორგებულ დავალებებს შეასრულებენ.

სასწავლო კურსი დაფუძნებულია ტურისტული სააგენტო “ვიზიტ ჯორჯიას” 25 წლიან გამოცდილებაზე. ლექციებს გაუძღვებიან შემომყვანი ტურიზმის დარგის წამყვანი სპეციალისტები.