ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ახალგაზდრებთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განვითარება და კარიერული წინსვლა ტურიზმის სფეროში.
ჩვენს შესახებ
ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯია“ არის ლიდერი შემომყვანი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ 27 წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 350-ზე მეტ ტუროპერატორთან (ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ლათ. ამერიკა და ა.შ) და 1000 ზე მეტ ადგილობრივ სერვისის მომწოდებელთან.
კომპანიის მიზანია ტურისტებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ხოლო თანამშრომლებს შეუქმნას კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც ისინი თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ თვითრეალიზაციას ახდენენ.
ჩვენი გუნდის (61 თანამშრომელი და 80 გიდი) თითოეული წევრის პროფესიონალიზმი, კრეატიულობა და თანამედროვე მიდგომები იძლევა კომპანიისა და თანამშრომლების მუდმივი წინსვლის შესაძლებობლობას.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას
- მზარდ ანაზღაურებას
- კორპორატიულ დაზღვევას
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
- მდგრადი ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანას
მიმდინარე ვაკანსიები
თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, მოგვწერე მეილზე: vacancy@visitgeorgia.ge
ტუროპერატორი (ინგლისურენოვანი)
ვისთვის არის ეს ვაკანსია საინტერესო: ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულთათვის, ვისაც აქვს გამოცდილება გიდად მუშაობის, ან მიღებული აქვს განათლება ტურიზმის მიმართულებით. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, სურს განვითარება და კარიერული ზრდა.
ტუროპერატორი (ფრანგულენოვანი)
ვისთვის არის ეს ვაკანსია საინტერესო: ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულთათვის, ვისაც აქვს გამოცდილება გიდად მუშაობის, ან მიღებული აქვს განათლება ტურიზმის მიმართულებით. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, სურს განვითარება და კარიერული ზრდა.
რეზერვაციების მენეჯერი
ვისთვის არის ეს ვაკანსია საინტერესო: მათთვის, ვინც არის შრომისმოყვარე, აინტერესებს ტურიზმი, არის კომუნიკაბელური და სურს ამ მიმართულებით კარიერული ზრდა.
ტრანსპორტის მენეჯერი
ვისთვის არის ეს ვაკანსია საინტერესო: მათთვის, ვინც არის შრომისმოყვარე, აქვს ლოგიკური აზროვნება, სურს განვითარება და მაქსიმალური თვითრეალიზაცია.